სამხრეთ კორეაში ვაქცინაციის დაწყების პირველ დღეს 18 489 ადამიანი აცრეს

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის დაწყების პირველ დღეს 18 489 ადამიანი აცრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სამხრეთ კორეაში ვაქცინაციის პროგრამა გუშინ, AstraZeneca -ს ვაქცინის გამოყენებით დაიწყო. ქვეყანაში პირველ რიგში ჯანდაცვის მუშაკებს, მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლებსა და სხვა მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს აცრიან. AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტიით 289 000 მოქალაქეს აცრიან, COVAX-ის პროგრამის ფარგლებში მიღებული Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით კი კორონავირუსის სამკურნალო დაწესებულებების 55 000 თანამშრომლის ვაქცინაცია განხორციელდება.

AstraZeneca–სა და Pfizer– ის გარდა, სამხრეთ კორეამ ვაქცინებთან დაკავშირებით შეთანხმებებს ასევე მიაღწია Moderna-სთან, Novavax-სა და Johnson & Johnson-თან. მთავრობა იმედოვნებს, რომ ნოემბრისთვის მინიმუმ 36 მილიონ ადამიანს, მოსახლეობის 70%-ს აცრის და ქვეყანაში ე.წ. კოლექტიურ იმუნიტეტს მიაღწევს.

ცნობისათვის, სამხრეთ კორეაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით ინფიცირების 89 321 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 1 595 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა