რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 534 შემთხვევა გამოვლინდა და 439 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 11 534 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 234 720-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 439 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 85 743-მდე გაიზარდა.

რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-სგან 3 799 406 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა