მიანმარში მიმდინარე საპროტესტო აქციებს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მიანმარში საპროტესო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აქციის მონაწილე ქალი ქალაქ მონივაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. თვითმხილველების განცხადებით, პოლიციამ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და მანათობელი ხელყუმბარები მომივაში, იანგონში, მენდალეიში, დავეისა და სხვა ქალაქებში გამოიყენა და ცეცხლსასროლი იარაღით ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა.

შეგახსენებთ, მიანმარში საპროტესტო აქციები თებერვლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ წყდება. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა