ჰაიტის ციხიდან ასობით პატიმარი გაიქცა, დაღუპულია 25 ადამიანი

ჰაიტიში, დედაქალაქ პორტ-ო-პრენსთან მდებარე ციხიდან ასობით პატიმარი გაიქცა. ხელისუფლების ცნობით, მცველებსა და პატიმრებს შორის დაპირისპირების დროს 25 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 6 პატიმარია. BBC წერს, რომ 200-ზე მეტმა პატიმარმა მოახერხა გაქცევა. ხელისუფლების ცნობით, 60 მათგანი დაიჭირეს.

გარდაცვლილთა შორის არის ციხის დირექტორი. მსხვერპლთა შორის არიან შემთხვევითი გამვლელებიც. გაქცევიდან რამდენიმე საათში მოკლეს გავლენიანი ბანდის ლიდერი არნელ ჯოზეფი. იგი ერთ-ერთი მთავარი დანაშაულებრივი ქსელის ხელმძღვანელი იყო, ვიდრე 2019 წელს დააპატიმრებდნენ. გაქცევის სხვა დეტალები უცნობია. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციხიდან 400 პატიმარი იყო გაქცეული.

ციხე 2012 წელს გაიხსნა. ის 900-მდე პატიმარზე იყო გათვლილი, თუმცა ინციდენტის დროს მასში 1 500-ზე მეტი პატიმარი იმყოფებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს