შეიარაღებულმა პირებმა ნიგერის შტატიდან გატაცებული 42 ადამიანი, მათ შორის  27 მოსწავლე გაათავისუფლეს

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიაში მდებარე ნიგერის შტატიდან გატაცებული 42 ადამიანი, მათ შორის სკოლის 27 მოსწავლე გაათავისუფლეს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა განაცხადა.

ნიგერის შტატში, კაგარას რაიონის ერთ-ერთი სკოლიდან 27 მოსწავლე, 3 თანამშრომელი და მათი ოჯახების 12 წევრი შეიარაღებულმა პირებმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. თავდასხმას ერთი სკოლის მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან, მსგავსი თავდასხმა განხორციელდა გუშინ ნიგერიაში მდებარე ზამფარას შტატშიც, სადაც შეიარაღებულმა პირებმა 300-ზე მეტი სკოლის მოსწავლე გოგონა გაიტაცეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს