„ევროპის უნივერსიტეტის" გუნდი თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

„ევროპის უნივერსიტეტის" გუნდი თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა. როგორც “ინტერპრესნიუსს" "ევროპის უნივერსიტეტიდან" აცნობეს, ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩში ერთმანეთს "ევროპის უნივერსიტეტი" და თსუ 2 დაუპირისპირდნენ.

„დაძაბული შეხვედრა EU-ს სასარგებლოდ 3:2 დასრულდა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრაში ანგარიში თსუ-მ გახსნა, თუმცა ევროპის უნივერსიტეტმა წონასწორობა თხუთმეტ წამში აღადგინა და ტაიმის დასრულებამდე ორი ბურთით დაწინაურდა. მეორე ნახევარში ვახტანგ მღებრიშვილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ თსუ-სთვის დარჩენილი დრო საბოლოო ანგარიშის შესაცვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა და თასის გათამაშებას გამოეთიშა. დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და საუკეთესო ორი ფუტსალის ლიგის თასის გათამაშებას მეოთხედფინალებიდან შეუერთდება",-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა