ახალგაზრდობის სააგენტომ, ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, მცირე ახალგაზრდული სივრცე გახსნა

ახალგაზრდობის სააგენტომ ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, მცირე ახალგაზრდული სივრცე გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს.

მათი ცნობით, სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონფეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს, აღნიშნული სივრცე კი, ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს.

„მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული სივრცის არსებობის საჭიროება ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს, რომელიც სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით ჩატარდა. სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგები საფუძვლად დაედო ადგილზე სტრატეგიის დოკუმენტს, რომელიც საჯარო განხილვების ეტაპს გადის და უახლოეს პერიოდში საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა