ჩეხეთში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მკაცრდება

ჩეხეთში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული ვარიანტის“ გავრცელების გამო მიიღო.

ახალი წესების თანახმად, იზღუდება თავისუფალი გადაადგილება, კერძოდ, მოქალაქეებს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებში გამგზავრება ეკრძალებათ.

„თუ ეს შესაძლებელია, დარჩით სახლში”, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა იან ჰამაჩეკმა.

იხურება საბავშვო ბაღები, სკოლების პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები კი, სხვა კლასების მსგავსად, სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადადიან.

ამასთან, იხურება საკანცელარიო მაღაზიები, ბავშვთა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიები. აღსანიშნავია, რომ არააუცილებელი პროდუქციის მაღაზიები, რესტორნები, სპორტდარბაზები და გასართობი ობიექტები ქვეყანაში ოქტომბრიდანაა დაკეტილი.

ახალი შეზღუდვები ორშაბათიდან ამოქმედდება და ძალაში სამი კვირის განმავლობაში დარჩება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს