ანონსი 1 მარტი

1 მარტს, 10:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

1 მარტს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

1 მარტს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

1 მარტს, 11:00 საათზე, ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ბათომი“ და EMC ბულვარში სასტუმროს მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებენ და მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ.

მის: ბათუმი, 26 მაისი ქუჩა #31

საკონტაქტო: ნათია აფხაზავა - 599777185

1 მარტს, 11:00 საათზე, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის"აღმასრულებელი დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: "რუსეთმა ხორბლის ფასი გააძვირა, საქართველო რუსული ხორბლის ბაზარს ყაზახეთით ჩაანაცვლებს".

მის.: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 72 65 65

1 მარტს, 11:30 საათზე, რაგბის კლუბების წარმომადგენლები „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებენ.

მის.: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა 599 72 65 65

1 მარტს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: "კოვიდრეგულაციების შემსუბუქების გეგმა. დღეიდან შეზღუდვების ნაწილის მოხსნა იწყება. 11.5%-იანი ვარდნა და ეკონომიკის პერსპექტივა".

მის.: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

1 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

1 მარტს, 12:00 საათზე, მოძრაობა "საქართველოსთვის" ორგანიზებით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გაიმართება.

1 მარტს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: "კოვიდრეგულაციების შემსუბუქების გეგმა. დღეიდან შეზღუდვების ნაწილის მოხსნა იწყება. 11.5%-იანი ვარდნა და ეკონომიკის პერსპექტივა".

მის.: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

1 მარტს, 13:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

1 მარტს, 14.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი

1 მარტს, 14:00 საათზე, "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრას გამართავს.

​.მის: ევროსაბჭოს ოფისი. ჭავჭავაძის გამზირი 64

1 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

1 მარტს, 16:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა გაიმართება ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან. შეხვედრას არჩილ თალაკვაძის გარდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოდგილე, პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯომარე, ნიკოლოზ სამხარაძე დაესწრებიან.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა