საფრანგეთის მოზელის რეგიონიდან გერმანიაში შესვლაზე შეზღუდვები წესდება

საფრანგეთი და გერმანია შეთანხმდნენ, რომ იმ პირებმა, რომლებიც საფრანგეთის მოზელის რეგიონსა და გერმანიას შორის საზღვარს გადაკვეთენ, კოვიდ 19-ის ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში კლემენტ ბიონმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტესტი ბოლო 48 საათის განმავლობაში უნდა იყოს ჩატარებული.

ამასთან, მოზელსა და გერმანიის შტატებს რაინლანდ-პფალცსა და ზაარლანდას შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, მოზელიდან გერმანიაში ავტომობილებით ჩასულმა მგზავრებმა კი კოვიდ 19-ის უარყოფითი ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ.

აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში სამშაბათიდან შედის, ბერლინმა მოზელის რეგიონში კორონავირუსის ახალი, ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის გავრცელების გამო მიიღო.

საფრანგეთმა ახალი, უფრო გადამდები ვარიანტების გაკონტროლების მიზნით ახალი საყოველთაო „ლოქდაუნის“ დაწესებაზე უარი თქვა, მაგრამ დიუნკერკსა და ნიცაში ლოკალური შეზღუდვები გაამკაცრა.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო