ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც თბილისს სტუმრობს, საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს.

შარლ მიშელი პირველ შეხვედრას დღეს დილით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართავს, რის შემდეგაც პრესისთვის მათი ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

აღნიშნულის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.

გარდა ამისა, შარლ მიშელი თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უმასპინძლებს და მათთან გამართავს შეხვედრას.

დღესვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

შარლ მიშელი საქართველოს გუშინ ეწვია. ის თბილისს 2 მარტს დატოვებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს