ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სამოქალაქო აქტივისტების და ,,მოძრაობა საქართველოსთვის” წევრების აქცია დასრულდა.

აქტივისტებს რეზიდენციასთან მიახლოების უფლება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც აქტივისტების მხრიდან შეძახილები - ,,პოლიცია - გავრილოვ” მოჰყვა.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განთავსებულ კარვებში ბრუნდებიან. აქტივისტები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნაა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება.

მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად გაიწია პოლიტიკის კეთებისგან, თუმცა ფორმალურ მმართველად რჩება და მათი მოთხოვნების შესმენა მხოლოდ მას შეუძლია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა