ირაკლი ზარქუა - თუ ვინმეს უნდა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, აგერ ბურთი და მოედანი - გადაიხადე, რაც გეკუთვნის კონსტიტუციით, გამობრძანდი და მოლაპარაკება გააგრძელე, მარტივია

უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოში 2012 წლიდან პოლიტიკური პატიმრები არ არიან. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, თუ ოპოზიციას მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია აქვს, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიამ გირაო გადაიხადოს და ოპოზიცია კონსტრუქციულ დიალოგს დაუბრუნდეს.

„ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, რომელიც კონსტიტუციით, კანონებით იმართება, შესაბამისად, თუ ოპოზიციას რაიმე პრეტენზია აქვს, მიმართოს ნიკა მელიას, გადაიხადოს გირაო და ჩადგეს იმ ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. აქ არის კანონი და კონსტიტუცია, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ. ალბათ, ჩვენი მისამართით პრეტენზია ნაკლებად უნდა გამოთქვან, უნდა ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. ამიტომ არის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იმას კი არ ამბობენ, ნიკა მელია გარეთ გამოუშვითო, ჩვენ პოლიტპატიმრები 2012 წლიდან მოყოლებული არ გვყავს. ეს სახელმწიფო იმართება კანონებითა და კონსტიტუციით. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, აგერ ბურთი და მოედანი. გადაიხადე, რაც გეკუთვნის კონსტიტუციით, გამობრძანდი და მოლაპარაკება გააგრძელე, მარტივია“, - განაცხადა ზარქუამ. მან ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა, ზარქუას თქმით, თუკი აქციები კანონის ფარგლებს გასცდება, ხელისუფლება შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

„როგორც კი მოხდება კონსტიტუციის უგულვებელყოფა, შესაბამისად იქნება ადეკვატური რეაგირება",-განაცხადა ზარქუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა