ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ „ჩვეულ რეჟიმში მუშაობს"

ვმუშაობ ჩვეულ რეჟიმში“, - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის თანამდებობას ტოვებს.

რაც შეეხება გავრელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გამყრელიძეს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან დაპირისპირება აქვს, გამყრელიძე აცხადებს, რომ არავითარი დაპირისპირება არავისთან არ აქვს და"სუბორდინაციას ყოველთვის იცავს".

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ვრცელდება კულუარული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენებაზე.

როგორც სერგო ჩიხლაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძეს შორის „მწვავე დაპირისპირებაა“.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ