სალომე სამადაშვილი - ქვეყანა კრიზისში მმართველმა გუნდმა შეიყვანა და კომპრომისის გზებზეც მან უნდა იფიქროს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სადამაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე საუბარი შედეგის მომტანი მაშინ გახდება, როდესაც ნიკა მელიას გათავისუფლდება და 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება.

სამადაშვილის თქმით, ქვეყანა კრიზისში მმართველმა გუნდმა შეიყვანა და კომპრომისის გზებზეც მან უნდა იფიქროს.

„იმ ახალ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმის და ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, ვფიქრობ, რომ საუბარი იმაზე, რა შეიძლება იყოს კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან, უბრალოდ არარელევანტურია. ვითარება უარესობისკენ შეცვალა ხელისუფლებამ და ამიტომ, ნაბიჯები კომპრომისის მოსაძებნად, უნდა გადადგას ისევ და ისევ ხელისუფლებამ - მან, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა. ოპოზიცია არ ახორციელებს დევნას, არ აპატიმრებს ადამიანებს და ოპოზიციას არ გაუყალბებია არჩევნები. კომპრომისზე უნდა წავიდეს ის მხარე, რომლის დამსახურებითაც აღმოჩნდა ქვეყანა ამ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში. მსურს საზოგადოებას შევახსენო, რომ ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში გვქონდა შეთანხმება, რომ უნდა გათავისუფლებულიყვნენ პოლიტპატიმრები. ეს შეთანხმება დარჩა შეუსრულებელი, უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი და უნდა გათავისუფლდეს ნიკა მელია პატიმრობიდან, ამის შემდეგ საუბარი მოლაპარაკებებზე, შესაძლოა, გახდეს პოტენციურად რაიმე შედეგის მომტანი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა