ირაკლი ქარსელაძემ და შეინ როზენტალმა საქართველოში ADB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მოადგილეებთან ერთად, „აზიის განვითარების ბანკის“ საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის, შეინ როზენტალის ხელმძღვანელობით, ADB-ის დელეგაციას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ADB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილეს.

“ეს პირველი ოფიციალური შეხვედრაა, რომელიც ირაკლი ქარსელაძემ, მინისტრის რანგში, საერთაშორისო პარტნიორებთან გამართა.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. ADB-ის დაფინანსებით საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ასევე რეგიონული განვითარების მიმართულებით ათობით მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს