ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი

ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს კონსტრუქციული დიალოგი არ შედგება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ოპოზიციასთან შეხვედრის შესახებ განაცხადა.

„დღევანდელი დღე კარგი შესაძლებლობაა, რომ ეს ინიციატივა, რაც პრეზიდენტმა გააჟღერა სწორად გამოვიყენოთ და მხარეები დიალოგის მაგიდასთან დავსხდეთ. დიალოგზე უარი არასდროს მითქვამს. დიალოგი უნდა იყო მხოლოდ ერთი საერთო მიზნისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს. ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს კონსტრუქციული დიალოგი არ შედგება. მზად ვართ, კონსტრუქციული დიალოგი დაიწყოს მხარეებს შორის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღნიშნა, დღეს შეიქმნება ჩარჩოს სისტემა დიალოგისთვის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული.

„ჩემი განზრახვა არც ყოფილა და არც არის ამ ლამაზ ქვეყანაში გავატარო ერთი დღე და შემდეგ დავბრუნდე ბრიუსელში და მიხაროდეს შედეგები. ჩემი მთავარი მიზანია, რომ სერიოზულად ვუყურებ არსებულ მდგომარეობას, პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის პერსპექტივას. ჩვენი გუნდი მზადაა, რომ დარჩეს ერთგული, სხვა პარტნიორებთან ერთად ჩაერთოს ამ პროცესში. იმედი მაქვს, დღეს საღამოს გვექნება შანსი, რომ მივაღწიოთ წინსვლას, შეიძლება დღეს ყველაფერი ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩოს სისტემა დიალოგისთვის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული“,-აღნიშნა შარლ მიშელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა