კვლევა - AstraZeneca-ს ან Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა მძიმე დაავადების რისკს 80 %-ით ამცირებს

Oxford-AstraZeneca-ს ან Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროებას 80 %-ით ამცირებს, - BBC-ის ცნობით, ეს დასკვნა ინგლისში ჩატარებული ანალიზის შედეგად გააკეთეს.

გამოცემის ინფორმაციით, “ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ მიერ წარდგენილი ეს მონაცემი 80 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაციის შედეგებს ეფუძნება.

მეცნიერები აცხადებენ, რომ შედეგი მისასალმებელია, თუმცა საუკეთესო დაცვისთვის აუცილებელია ვაქცინის ორი დოზა.

დასკვნას გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა მედიკოსებს დაეხმაროს იმის ახსნაში, თუ რატომ იკლო ქვეყანაში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რეანიმაციულ განყოფილებებში 80 წელს გადაცილებული პირების რაოდენობამ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 20 მილიონზე მეტ ადამიანს გაუკეთდა.

იხილეთ ვიდეო:კვლევა - AstraZeneca-ს ან Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა მძიმე დაავადების რისკს 80 %-ით ამცირებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა