ზაალ უდუმაშვილი - აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს - სამართალდამცავები რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარლამენტთან აქცია დაწყებულიც კი არ იყო, რომ სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. მისი თქმით, ხელისუფლებას ოპოზიციისა და საზოგადოების ხმის გაგება არ სურს, მაგრამ მაინც მოუწევს.

„რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი. ჯერ აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ ისინი მოიპარეს და წაიყვანეს. ეს არის დღეს ხელისუფლების მეთოდი. ეს პოლიცია ერთი კაცის დაცვის სამსახურად არის გადაქცეული და არა სამართალდამცავ უწყებად. იცავენ ერთი კაცის კომფორტს, რომ რაიმე ხმაური არ გაიგონ, მაგრამ ამ ხალხს მაინც მოუწევს ამ ხმაურის გაგება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო, ადგილზე სამართალდამცველებმა 7 ადამიანი დააკავეს.

იხილეთ ვიდეო:ეს პოლიცია ერთი კაცის კომფორტის დაცვის სამსახურად არის გადაქცეული - ზაალ უდუმაშვილი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა