ივერი მელაშვილი - ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ მეც და ნატალიაც მართლები ვართ - განაჩენიც გამამართლებელი უნდა იყოს, სხვა არ არსებობს

ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ მეც და ნატალია ილიჩოვაც მართლები ვართ. დარწმუნებულები ვართ ჩვენს სიმართლეში, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებაში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „საბოლოოდ სიმართლე იზეიმებს”.

„განაჩენიც გამამართლებელი უნდა იყოს, სხვა არ არსებობს. არ არის არავითარი ბრალეულობა ჩვენი. მე ვიცი, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის და სიმართლე იზეიმებს ადრე თუ გვიან. ყველაფერი მოსალოდნელია. რა მოუვა თავში იმ ვიღაცას და როგორ იქნება, იმის გულთმისანი ვერ ვიქნები ნამდვილად, მაგრამ მე ის ვიცი, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ადრე თუ გვიან იზეიმებს”,- განაცხადა მელაშვილმა.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ სხვა პირებიც მიეცემიან პასუხისგებაში, მელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დავალება ზემდგომი პირებისგან არასდროს არ ჰქონია.

„მე არ ვიცი რა აქვს პროკურატურას, პროკურატურას თავდაპირველადვე ისეთი ბრალდებები ჰქონდა, რომ ჩემი შთაბეჭდილებები შორს არის აღფრთოვანებისგან, მაგრამ რაც არ არსებობს, ის როგორ უნდა დაამტკიცონ, არ ვიცი. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ არაკანონიერი დავალება ან რამე მაგდაგვარი არ ყოფილა. თვითონ ფაქტი არ არსებობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და როგორ უნდა წარუდგინონ ბრალი ზემდგომ პირებს ან კომისიის თავმჯდომარეს, ან მინისტრს, ან პრეზიდენტს, ჩემამდე არ დადის. თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა. თავდაპირველადვე ეს საქმე რომ იქნა წამოწყებული, მაშინვე ვთქვი და დღესაც ამ აზრზე ვარ, რომ ეს არის პოლიტიკური შეკვეთა და ყოველგვარ კანონს და საღ აზრს აცდენილი ბრალდება”, -განაცხადა მელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პირველი არსებითი განხილვა დღეს იმართება.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. ამასთან, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუზუსტდათ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა