ირაკლი ქადაგიშვილი - ირაკლი კობახიძე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ამ მოლაპარაკების ერთ-ერთი ლიდერი იქნება

ირაკლი კობახიძე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, იქნება ერთ-ერთი ლიდერი ამ მოლაპარაკების. გუშინ აბსოლუტურად სხვა ფორმატი იყო, პრეზიდენტ შარლ მიშელს ჰქონდა შეხვედრა ოფიციალურ პირებთან, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა ირაკლი კობახიძე კვლავ მომლაპარაკებელი და რატომ არ ესწრებოდა ის გუშინდელ შეხვედრას.

როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, პრემიერ-მინისტრი იყო პირველი, ვისთანაც შარლ მიშელმა შეხვედრასთან დაკავშირებით პოზიციები შეაჯერა.

“ოპოზიციის რადიკალური ნაწილი სულ სხვა განვითარებას ელოდა შეხვედრის შემდეგ, მაგრამ ჩვენ გუშინ დავინახეთ, რომ შუამავალმა, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა აბსოლუტურად სხვა რეჟიმში გადაიყვანა ეს ურთიერთობა, როცა თქვა, რომ არ შეიძლება არსებობდეს რადიკალური მოთხოვნები, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ დიალოგის ფორმატი, მან მიანიშნა კიდეც დიალოგის ფორმატის ადგილი ანუ კონსტიტუციური ველი, საპარლამენტო ველი, გამომდინარე აქედან, ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება ამ დოკუმენტში თუ ზოგადად არსებობდეს, საკონსტიტუციო ჩარჩოებში და საკონსტოტუციო ინსტრუმენტებით უნდა წყდებოდეს.

მოლაპარაკებების სპექტრი საკმაოდ ფართო იქნება და გამომდინარე აქედან "ქართული ოცნების" მხრიდან იქნება სხვადასხვა პიროვნებები ჩართული მასში. ბუნებრივია, ირაკლი კობახიძე, როგორც პარტიის თავმჯდომარე იქნება ამ მოლაპარაკების ერთ-ერთი ლიდერი. გუშინ აბსოლუტურად სხვა ფორმატი იყო, პრეზიდენტ შარლ მიშელს ჰქონდა შეხვედრა ოფიციალურ პირებთან, პრემიერ- მინისტრთან და მასთან შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება და პრემიერ- მინისტრი იყო ალბათ უშუალოდ პირველი, ვინც ამ თემაზე გამოეხმაურა და პირველი პოზიციების შეჯერება შეხვედრასთან დაკავშირებით მასთან მოხდა. პრემიერ-მინისტრი პარტიაში ლიდერიც არის, პოლიტიკური მდივანია "ქართული ოცნების", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა