ამირან გამყრელიძე - დღეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა „კოვაქს“ პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადარიცხა - დარწმუნებული იყავით, ამ პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა

დარწმუნებული იყავით, რომ Covax პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის თანხა Covax პლატფორმას დღეს გადაერიცხა.

„დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა Covax პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადარიცხა. მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესყიდვებს აწარმოებს გაერო-ს ბავშვთა ფონდის საშუალებით. დარწმუნებული იყავით, რომ Covax პლატფორმიდან ვაქციენების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა და ვაქცინაცია საქართველოში Covax პლატფორმიდან შემოსული, დიდი ალბათობით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, დაიწყება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, Covax პლატფორმიდან შემოთავაზება „ასტრაზენეკას“ გარდა, ახალ ამერიკულ ვაქცინაზეა. რაც შეეხება "ფაიზერს", ამირან გამყრელიძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ "ფაიზერის" ვაქცინას, საქართველო მალე მიიღებს.

„ნოვოვაქსი“ დაახლოებით 2 თვის შემდეგ განთავსდება Covax-ზე. გვეკითხებიან, არის თუ არა საქართველო. ეს ახალი ინოვაციური ვაქცინაა, რომელსაც საქართველო მიიღებს და ჩვენ უშუალოდ მის მწარმოებელთან გვაქვს მოლაპარაკება დამატებითი დოზების მიღებაზე.

„ფაიზერთან" უნდა ჩაინიშნოს სატელეფონო მოლაპარაკება და დარწმუნებული ვარ, ის დოზები, რაზეც Covax შეპირებული იყო, 29 250 დოზა, ამას ქვეყანა მალე მიიღებს",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:დღეს დამიდასტურეს, რომ ფული გადარიცხულია - ამირან გამყრელიძე ასახელებს პერიოდს თუ როდის შემოვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით