ფრიდონ ინჯია - ყველამ ვიცით, რომ არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, გინდაც ერთი ხმით - თუ სამართლებრივ  ქვეყანას ვაშენებთ, მაშინ „ოცნება“ თავის ადგილზე უნდა იყოს

შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რაც საჭიროა, მაგრამ ასეთი პირობა, რომ 1% თუ იქნება ცდომილება, იქნება ახალი არჩევნები, ჩემთვის გაუგებარია ეს წინადადებები, რატომ ვევაჭრებით?- ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო თუნდაც ერთი პროცენტით, ამიტომ ის უნდა დარჩეს იქ, სადაც არის.

„მე ახლა „ოცნების“ ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები 31 ოქტომბერს „ოცნებამ“ მოიგო, გინდაც ერთი ხმით და თუ ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას და არის კანონის უზენაესობა, მაშინ „ოცნება“ თავის ადგილზე უნდა იყოს. შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რაც საჭიროა, მაგრამ ასეთი პირობა, რომ 1% თუ იქნება ცდომილება, იქნება ახალი არჩევნები, ჩემთვის გაუგებარია ეს წინადადებები, რატომ ვევაჭრებით? რატომ ვდებთ იქ 1% იქნება თუ 2%. აქ ხალხი არის „ოცნებიდან“, რომლებმაც კარგად იციან, განსაკუთრებით მაჟორიტარები მყავს მხედველობაში, რომ მართლაც მოიგეს. ამათ არ ეკითხებიან და ისე ითხოვენ, რომ იყოს ახალი არჩევნები ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მინდა ახალი არჩევნები და უნდა იყოს, სხვა არაფერი. თანმიმდევრული არ არის არაფერი, თუ ვაშენებთ ქვეყანას, კანონი კანონია და ყველაფერში ასე უნდა იყოს. ასევე, არის პროკურატურა, რომლის თანმიმდევრულობაც მე ვერ გავიგე. ხომ შეიძლება რაღაცნაირად ერთი ხაზი ჰქონდეს, რომელიც ასევე, იქნება კანონზე დამყარებული?“- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა