მიხეილ სარჯველაძე - ვფიქრობ, გადაჭარბებულ იმედებს ვამყარებთ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე

ვფიქრობ, გადაჭარბებულ იმედებს ვამყარებთ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე, იმ თვალსაზრისით, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ოპოზიციის იმ წარმომადგენლების ვნებათაღელვის შემცირება, რომელიც უპირისპირდებიან გასულ არჩევნებს და ცდილობენ დაასაბუთონ ის, რაც რეალურად არ არსებობს, - ამის შესახებ უმრავლესობის წერმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სარჯველაძის განმარტებით, ეს არ არიან ის ადამიანები, რომლებსაც ამ პროგრესული და ძალიან კარგი ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში, განწყობა შეეცვლებათ. მისი თქმით, ერთადერთი არგუმენტი, რომელიც შეიძლება ოპოზიციისთვის ასეთ პირობას ქმნიდეს, არის არა რეალურად ჩატარებული არჩევნები, მისი შედეგი და ქართველი ხალხის ნება, არამედ მათთვის მერკანტილურად სასურველი ინტერესი.

„აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ და მეჩვენება, ამ შემთხვევაში, ის ნაბიჯები, რაც გადასადგმელია, აუცილებლად უნდა იქნეს გადადგმული. ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, მაგრამ გათვლა არ უნდა გვქონდეს, რომ ეს გამოიწვევს თუნდაც იმ პრობლემების გადაჭრას, რომელსაც დღეს ვხედავთ ქუჩებში. სინამდვილეში, ეს არის ერთგვარი ახალი სინდრომი, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში, როდესაც რიგი ოპოზიციური პარტიებისა ცდილობენ, რომ საკუთარი მოთხოვნები იმ პირობებში, როდესაც განიცდიან უმწვავეს დეფიციტს არგუმენტებისას, შეავსონ ხელოვნურად კრიზისების შექმნის გზით და ამ გზით შეიქმნან გარკვეული შესაძლებლობები საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, თუმცა, სამწუხაროა, რომ ამას ეწირება, ხშირ შემთხვევაში, ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორიც არის წესრიგი ან ჭეშმარიტება, რომელიც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. შესაბამისად, მე მაინც ვრფიქრობ, რომ აუცილებელია სწორი ტაქტიკის შემუშავება ამ სინდრომთან საბრძოლველად და ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ რეალურად, ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაარჩიონ ჭეშმარიტი მცდარისგან. სამწუხაროდ, დღევანდელი ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილი დგას მცდარ პოზიციაზე და ცდილობენ, რომ ადამიანებს ნაცარი თვალში შეაყარონ და გამოიწვიონ ხელოვნური კრიზისი,“- განაცხადა სარჯველაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა