მედია - გერმანიაში „ლოქდაუნის“ გახანგრძლივება იგეგმება

გერმანია კორონავირუსის გამო დაწესებული „ლოქდაუნის“ 28 მარტამდე გახანგრძლივებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და 16 ფედერალური რეგიონის ლიდერების მოლაპარაკებების ხელშეკრულების პროექტში აღნიშნულია, რომ „ლოქდაუნი“ გახანგრძლივდება, თუმცა 8 მარტიდან გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდება.

გერმანიაში კანცლერ ანგერლა მერკელსა და 16-ვე რეგიონის ხელმძღვანელებს შორის 10 თებერვალს მიღწეული შეთანხმების შედეგად, დაწყებითი კლასების მოსწავლეების უმრავლესობა ერთი კვირის წინ სკოლებში დაბრუნდა.

ქვეყანაში, 2 ნოემბრის შემდეგ, დახურულია რესტორნები, ბარები, სპორტული და გასართობი ობიექტები, 16 დეკემბრიდან კი - მაღაზიების უმრავლესობა.

ხვალ ანგელა მერკელი რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც იმსჯელებენ, როგორ იმოქმედონ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც 7 მარტამდეა ძალაში.

იხილეთ ვიდეო:მედია - გერმანიაში "ლოქდაუნის" გახანგრძლივება იგეგმება

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს