გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმის განცხადებით, თუ საქართველოში ყველა ინსტანცია გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმის, ვახო რევაზიშვილის განცხადებით, თუკი, საქართველოში ყველა ინსტანცია გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ისინი საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებენ.

რევაზიშვილის თქმითვე, შესაძლოა, ბრალდებულების ოჯახის წევრებმა აქციები გამართონ.

„რეალურად ორი ვარიანტია, მოსამართლე გაყიდულია და გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ან მოსამართლე იმსჯელებს ობიექტურად, შეაფასებს საქმის მასალებს და გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით იქიდან გამომდინარე, რომ არ შემიძლია მოსამართლე სტურუას თავში ჩავიხედო. შესაბამისად, განაჩენს დაველოდებით და შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას, თუ რა იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა. თუ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება, თავიდან ბოლომდე ვიბრძოლებთ და ამ სისტემას გავაშიშვლებთ. ეს იქნება პროტესტიც და სამართლებრივი ბრძოლაც. სავარაუდოდ, აქციებს გავმართავთ", - განაცხადა რევაზიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა