შალვა პაპუაშვილი - საყვირებით შემოძახილების ნაცვლად, სჯობს, პარლამენტში შემოვიდნენ

ოპოზიცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ იმის თაობაზე საუბრობდა, რომ მზად არიან ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის - სულ რამდენიმე საათში კი, საქართველომ პირდაპირ ეთერში ნახა, რომ მათ სიტყვას ფასი არა აქვს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“ოპოზიციის ლიდერთა შორის არიან ადამიანები, რომელთაც დეპუტატის მანდატი აქვთ და საყვირებით შემოძახილების ნაცვლად, სჯობს, პარლამენტში შემოვიდნენ და საპარლამენტო საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა. მათ შორის მონაწილეობა იმ საკითხების გადაწყვეტაში მიიღონ, რასაც თავად სვამენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერთა განცხადებას დაგეგმილი აქციის ფორმის შეცვლის თაობაზე, პაპუაშვილმა ამ კონტექსტში განაცხადა, რომ ოპოზიციამ დღესაც დაინახა, რომ მათ მოქალაქეთა მხრიდან ის მხარდაჭერა არ გააჩნიათ, რასაც ელიან, რამაც შესაძლოა, აქციების ფორმის შეცვლა განაპირობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა