ჯო ბაიდენის განცხადებით, მაისის ბოლოსთვის ქვეყანას ყველა ამერიკელის ასაცრელად საკმარისი ვაქცინა ექნება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მაისის ბოლოს შეერთებულ შტატებში თითოეული ზრდასრული მოქალაქის ასაცრელად საკმარისი ვაქცინების რაოდენობა იქნება.

მისივე თქმით, ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ მიაღწევს მიზანს, რომელიც პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში ქვეყნისთვის ვაქცინების 100 მილიონი დოზის უზრუნველყოფას ითვალისწინებს, თუმცა, მოქალაქეებს მოუწოდა, პირბადეები გამოიყენონ და სოციალური დისტანცია დაიცვან.

”დღევანდელი განცხადებები პანდემიის დასაძლევად ჩვენი ძალისხმევის უდიდესი ნაბიჯია, მაგრამ თქვენთან გულწრფელი უნდა ვიყო : ეს ბრძოლა შორსაა დასრულებისგან,“- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სამივე ვაქცინის წარმოების გაზრდა, რომელსაც აშშ-ში მოქალაქეების ასაცრელად იყენებენ, ხელს შეუწყობს აშშ-ის სკოლების ხელახლა გახსნას, რაც, პრეზიდენტის შეფასებით, ეროვნული მნიშვნელობის საკითხია დისტანციური სწავლებისგან წარმოქმნილი გამომწვევების ფონზე.

პრეზიდენტმა აშშ-ის შტატებს დაავალა, მასწავლებლების ვაქცინაციას პრიორიტეტი მიანიჭონ, რათა სკოლებში ბავშვების სწრაფად და უსაფრთხოდ დაბრუნება უზრუნველყონ. მისი თქმით, მარტის ბოლოსთვის თითოეულმა პედაგოგმა ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა უნდა მიიღოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა