ბერლინის სასამართლომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე პროცესი განაახლა

ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესი განახლდა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, სასამართლომ საგამოძიებო ინტერნეტ პლატფორმა Bellingcat-ის წარმომადგენელი დაკითხა.

უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე სასამართლო პროცესზე მოწმის სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი არ გაუმჟღავნებიათ. „დოიჩე ველე“ წერს, რომ მოწმეს იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს, რომ მისი დაკითხვისთვის სასამართლომ ოთხი დღე გამოყო.

Bellingcat-ის წარმომადგენლის ჩვენების თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირი აქვს მკვლელობაში ბრალდებულის ცოლსაც. კერძოდ, მოწმის მტკიცებით, 2019 წელს ვადიმ კრასიკოვის მეუღლე და შვილი მოსკოვის დემოდედოვოს აეროპორტიდან ყირიმში, შეცვლილი სახელებითა და გვარებით, რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელთა თანხლებით გაემგზავრნენ.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა. გერმანიის ფედერალური პროკურატურა რუსეთის ხელისულებას ხანგოშვილის მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა