გიორგი ჩალაძე - კატეგორიულად ვაცხადებთ, ჩინურ ვაქცინას არ შემოვატანინებთ!

კატეგორიულად ვაცხადებთ, ჩინურ ვაქცინას არ შემოვატანინებთ, დღეისთვის ჩინური ვაქცინა არ არის სანდო, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის დაწყების შეფერხებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჩალაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ დაიწყო ქვეყანაში ვაქცინაცია.

„ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა არის პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება საკუთარ ხალხთან. ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში უნდა ვისწავლოთ, მოვთხოვოთ პასუხი მთავრობის პირებს, მივიღოთ ის კუთვნილი პასუხები, რაც ჩვენ გვეკუთვნის.

მთავრობა პასუხისმგებელია გაგვცეს კონკრეტული პასუხი კითხვაზე, რატომ არ გვაქვს საქართველოში ვაქცინა, ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ, რატომ არ არის ვაქცინა, უნდა მოვთხოვოთ, სად არის. მთავრობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ხალხის დაკვეთას, სახლში წასასვლელია.

ვაქცინის არქონის მთავარი პრობლემა არის ანგარიშვალდებულობის შეგრძნების არქონა, მეტი არაფერი. ვაქცინა უნდა შემოეტანათ. ჩვენ, ხალხმა, დავუკვეთეთ ვაქცინა მთავრობას, გადავუხადეთ ფული და შედეგი არ მიგვიღია. ახლა უნდა დააბრუნონ ფული, ან უნდა ჩამოიტანონ ვაქცინა.

კატეგორიულად ვაცხადებთ, ჩინურ ვაქცინას არ შემოვატანინებთ! დღეისთვის ჩინური ვაქცინა არ არის სანდო, არ არის ჩატარებული კვლევები. ჩინური ვაქცინაციით შედეგს არ მივიღებთ“,-აცხადებ ჩალაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს