მიანმარში საპროტესტო აქციებს კიდევ 9 ადამიანი ემსხვერპლა

მიანმარის უსაფრთხოების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის დღეს მომხდარი შეტაკებების შედეგად კიდევ 9 ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ორი ადამიანი ქალაქ მანდალეიში, ერთი - იანგონში, ხუთი - მონივაში, ერთი კი - მიინგანში დაიღუპა.

Reuters-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე მიანმარში 30 ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, მიანმარში საპროტესტო აქციები თებერვლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ წყდება. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024