„ლელო“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და პარლამენტს მოუწოდებს, შეწყდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცესი

„ლელო“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და პარლამენტს მოუწოდებს, შეწყდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცესი.

როგორც „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლოს სრული რეკონსტრუქციისთვის „ლელო“ სტრატეგიულ დიალოგს იწყებს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ძალისხმევით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი განახლდა. ასევე, განისაზღვრა 6 უმწვავესი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც აუცილებელია იმისთვის, რომ დაძლეული იყოს კრიზისული ვითარება. ამ 6 საკითხს შორის ერთ-ერთი მკვეთრად გამოხატული იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, რომლის გარეშეც 30 წელია ვხედავთ, რომ ძალიან გვიჭირს დემოკრატიული პროგრესის მიღწევა.

„ლელო“ ცხადია მიესალმება სასამართლოს რეფორმის ასეთ მაღალ რანგში დაყენებას. თქვენ იცით, რომ „ლელოს“ ერთ-ერთი მთავარი გეგმა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში იყო სწორედ სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა.

დღეს, ჩვენ გვაქვს ორი მოწოდება იმისთვის, რომ რეალურად მოხდეს კრიზისის დაძლევა, 6 პუნქტიანი შესათანხმებელი საკითხების ჩარჩო არ დარჩეს ფურცელზე.

თქვენ იცით, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს .„ლელო“ მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ერთპარტიულ პარლამენტს, შეწყვიტოს ეს პროცესი. უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება ახალი მოსამართლეებით, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან, ძირის გამოთხრა და აზრის დაკარგვა იქნება უახლოეს მომავალში ყველანაირი რეფორმისთვის.

თუ ახლა დაკომპლექტდება უზენაესი სასამართლო, რაც არ უნდა კარგი კანონი დაიწეროს და გატარდეს, აზრი აღარ ექნება. ადამიანები დანიშნულები იქნებიან შემდგომი ათწლეულების განმავლობაში. „ლელო“ დღეიდან იწყებს სტრატეგიულ დიალოგს სპეციალისტების, სამოქალაქო საზოგადოების, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით იმისთვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ სასამართლოს სრული რეკონსტრუქცია“,-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა