ხატია დეკანოიძე - ოპოზიციის მყარი პოზიცია არის ის, რაც დაფიქსირდა მოლაპარაკებების დროს შარლ მიშელთან - ხელისუფლებას მოუწევს ამ საკითხების განხილვა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დიალოგში შემოსვლა

ოპოზიციის მყარი პოზიცია არის ის, რაც დაფიქსირდა მოლაპარაკებების დროს შარლ მიშელთან - ხელისუფლებას მოუწევს ამ საკითხების განხილვა და აუცილებლად მოუწევს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დიალოგში შემოსვლა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლება უფრო მეტად იყოს ჩართული შეთანხმების მიღწევაში.

„ოპოზიციის დღევანდელი საკოორდინაციო შეხვედრა ეთმობა აქციების დაგეგმვას. ოპოზიციის გუშინდელ შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშენთ, რომ ხელისუფლებას არ მივცემთ საშუალებას ჩაშალოს მოლაპარაკებები. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს ხელისუფლება ჩართული იმაში, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მაღალი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საკითხს. რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყოს მანქანების მსვლელობის აქცია, რუსთაველიდან კანცელარიამდე.

აქციები გაგრძელდება და დაგვირგვინდება 13 მარტს დიდი აქციით. ამიტომ, ოპოზიციის წარმომადგენლები ვიკრიბებით ყოველდღე, რომ ჩვენი შეხვედრები მყარად, პოლიტიკურად და ტექნიკურად იყოს კოორდინირებული.

ჩვენი მყარი პოზიცია არის ის, რაც დაფიქსირდა მოლაპარაკებების დროს მიშელთან. ეს არის ნიკა მელიას და 8 მარტის შეთანხმების შედეგად ჩატოვებული საპყრობილეში გიორგი რურუას გათავისუფლება და ასევე, რიგგარეშე არჩევნები. ხელისუფლებას მოუწევს ამ საკითხების განხილვა და აუცილებლად მოუწევს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დიალოგში შემოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ორ კვირიანი დათქმა არ იქნება შესრულებული, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ის გზა, რომელიც თავის დროზე აირჩია იანუკოვიჩმა, როდესაც უკრაინელი ხალხი მოატყუა და საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად გადაუხვია ევროატლანტიკურ კურსს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!