ანონსი 4 მარტი

4 მარტს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (ჩ კორპუსი, V სართული)
4 მარტს, 10:00 საათზე, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მოწვეულნი არიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (ჩ კორპუსი, III სართული)
4 მარტს, 11:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დონორ/პარტნიორ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
4 მარტს, 11:00 საათზე, ევროპის სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო პლატფორმები საქართველოში პოლიტიკური კრიზისის და ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე განცხადებას გააკეთებენ.
მონაწილეობას მიიღებენ: “აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის” თავმჯდომარე ლაშა ტუღუში და საქართველოს წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოების ევროპული ფორუმის მმართველ კომიტეტში ნათია კუპრაშვილი.
მის: პეტრიწის ქ #7
საკონტაქტო: ირმა ჭარაქაშვილი - 577694103
4 მარტს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარის, ანალიტიკოს ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვიზიტი და პროტესტი აფხაზეთში.
ვითარება რეგიონში: სომხეთში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის ინტერესები.
მის: კოსტავას ქ.47/57. საკონტაქტო: 593 53 45 24
4 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
4 მარტს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
4 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე პირველკლასელთა რეგისტრაციის თემაზე ბრიფინგს გამართავს.
მის: უზნაძის 52
4 მარტს, 13:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფება, ავტომობილებით მსვლელობა გაიმართება.
4 მარტს, 13:00 საათზე, "ლელოს" ლიდერები და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ენგურის ხიდთან გამართავენ სიმბოლურ აქციას აფხაზეთის ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით და გააპროტესტებენ ხელისუფლების მხრიდან "საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფ ხაზზე მდებარე სოფლებში" წარმოებულ პოლიტიკას.
მის: ენგურის ხიდი. საკონტაქტო: 577624445
4 მარტს, 13:00 საათზე, „თბილისი ქორთიარდ მერიოტში“ გერმანული კომპანია „Sehner GmbH“-ს ხელმძღვანელი ანჩისხატის დაბრუნების პროექტის საინიციატივო ჯგუფთან ერთად ანჩისხატის დედნის მუზეუმიდან უსაფრთხოდ გადმობრძანების ნორმისა და მისი ტაძარში მაღალი სტანდარტით დაცულობის შესახებ კონფერენციას ჩაატარებს
მის: თავისუფლების მოედანი 4
საკონტაქტო: ზაზა ნანობაშვილი - 555 399 923; 593 525 388
4 მარტს, 13:00 საათზე, ორგანიზაცია „საფარი" გამართავს პრესკონფერენციას პროკურატურის მიერ არასრულწლოვანთა დაზარალებულად ცნობის შეგნებულად გაჭიანურების საკითხზე.
მის: აკაკი გახოკიძის ქ. 11ა

























