გიორგი ჩალაძე - მთავრობა უნდა მიხვდეს, რომ ბრძოლა წააგო - გადაწყვეტილება, „კოვაქს“ პლატფორმა ყოფილიყო ვაქცინის ძირითადი მომწოდებელი, იყო შეცდომა

მთავრობა უნდა მიხვდეს, რომ წააგო ბრძოლა საკუთარ ხალხთან. ჩადენილია დანაშაული, ოღონდ არასამართლებრივი. შეცდომამ გამოიწვია ზარალი, რომელიც არის ადამიანების სიცოცხლე. მთავრობა უნდა მოდუნდეს და თქვას - მე შემეშალა, თქვენ რასაც მეუბნებოდით, არის მართალი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის დაწყების შეფერხებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება, რომ „კოვაქს“ პლატფორმა ყოფილიყო ძირითადი ვაქცინის მომწოდებელი იყო შეცდომა და „კოვაქსი“ იდეაშიც კი ვერ შეძლებდა ამ დროში ვაქცინების მოწოდებას.

"ჩვენ თავი არ უნდა ვიმტვრიოთ და არ უნდა ვეცადოთ გამოსავლების ძებნა. მთავრობამ ვერ შეასრულა დაკვეთა. საქართველოს მოქალაქემ დაუკვეთა მის დაქირავებულ მთავრობას კონკრეტული შედეგის მიღება, გადაიხადა ფული გადასახადების სახით და მთავრობამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. შედეგი არის ის, რომ საქართველოში არ არის ვაქცინა. პასუხისმგებელი არის პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისიტრი და ყველა შესაფერისი დაწესებულება. ადამიანების სიცოცხლე რომ გადაგვერჩინა, ჩვენ უნდა გვქონოდა ვაქცინა, ამ შემთხვევაში მის ფასს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავრობამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც მთავარი გათვლა გააკეთა მომწოდებელზე, რომელიც ვერ შეასრულებდა ვალდებულებას. „კოვაქს პლატფორმა“ არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მინიმუმის მომწოდებელი.უნდა გვქონოდა პირდაპირი მოლაპარაკება რამდენიმე მწარმოებელთან, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან და ასევე „კოვაქსთან“. მთავრობის გადაწყვეტილება, რომ „კოვაქს“ პლატფორმა ყოფილიყო ძირითადი ვაქცინის მომწოდებელი იყო შეცდომა, „კოვაქსი“ იდეაშიც კი ვერ შეძლებდა ამ დროში ვაქცინების მოწოდებას“, - აღნიშნა გიორგი ჩალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა