ლიეტუვამ ბელარუსს სვეტლანა ტიხანოვსკაიას გადაცემაზე უარი უთხრა

ვილნიუსმა მინსკს ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატისა და ოპოზიციის ლიდერის სვეტლანა ტიხანოვსკაიას გადაცემაზე უარი განუცხადა.

„ლიეტუვა არ გადასცემს ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურად იდევნებიან. მინსკში ამის შესახებ მშვენივრად იციან“ , - განაცხადეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

დღეს, ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ ტიხანოვსკაიას ექსტრადაციის ინიცირებას ახორციელებენ, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი დოკუმენტაცია რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას გადაეცა. ბელარუსმა მიმართა ლიეტუვას, პოლიტიკოსის გადაცემის შესახებ.

ცნობისთვის, 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლის ოფიციალური შედეგებით მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, საპრეზიდენტო კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ლიეტუვას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. მის წინააღმდეგ ბელარუსში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ექსტრემისტული დაჯგუფების ფორმირებისა და ხელისუფლების მიტაცების მცდელობის მუხლებით.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა