ისრაელი საჰაერო მიმოსვლის ნაწილობრივ აღდგენას გეგმავს

ისრაელი საჰაერო მიმოსვლის ნაწილობრივ აღდგენას 7 მარტიდან გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა მირი რეგევმა განაცხადა.

მისი თქმით, მარტის დასაწყისში ქვეყანა ყოველდღიურად რამდენიმე ათასი მგზავრის მიღებას შეძლებს. ახალი რეგულაციების მიხედვით, ქვეყანაში შემსვლელ მგზავრებს ტესტირების გავლა მოუწევთ.

იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ დაამტკიცებენ, რომ ვაქცინაცია გაიარეს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, მათ სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. ამასთან, ისრაელის ვაქცინირებულ მოქალაქეებს აცრის დამადასტურებელი დოკუმენტების მეშვეობით თავისუფლად გადაადგილება კვიპროსისა და საბერძნეთის მიმართულებით ექნებათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს