გრიგორი კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე - ეს რთული თემაა, რომელიც ხელის ერთი დაქნევით არ გადაწყდება

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების საკითხი გადაუწყვეტელი რჩება, მათ შორის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. ამის შესახებ „ტასს“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა განუცხადა.

„იმისთვის, რომ ავიამიმოსვლის საკითხი იმ წერტილიდან დაიძრას, რომელზეც დგას, საჭიროა, რომ კოვიდს დავშორდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ატარებს თეორიულ ხასიათს“, - განაცხადა კარასინმა.

მანვე კომენტარი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, 1-ელი მარტიდან რუსეთის მოქალაქეების მათ სიაში ჩასმაზე, ვისაც საქართველოში შესვლა შეუძლია, თუკი კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი ექნება, კარასინმა განაცხადა, რომ მთლიანობაში, ქართული მხარე ისედაც ყოველთვის მზად იყო რუსეთის მოქალაქეების მისაღებად.

„მაგრამ ავიამიმოსვლის გასაახლებლად საჭიროა აუცილებელი პირობების შექმნა, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა, ვინც იქ გამგზავრებას გეგმავს, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ახლა კი ამას დაემატა სამედიცინო და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. ეს რთული თემაა, რომელიც ხელის ერთი დაქნევით არ გადაწყდება“ , - განაცხადა კარასინმა.

რუსეთმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლა ცალმხრივად შეწყვიტა.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს