ჯო ბაიდენი პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებაზე - ეს ნეანდერტალელური აზროვნება და  დიდი შეცდომაა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტეხასის და მისისიპის შტატებში პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმება გააკრიტიკა და ამ გადაწყვეტილებას "ნეანდერტალელური აზროვნება” და „დიდი შეცდომა“ უწოდა.

„ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომაა. პირბადეები, სოციალური დისტანცირება და სხვა ზომები კვლავ მნიშვნელოვანია, იმ როლის მიუხედავად, რასაც ვაქცინები პანდემიის შეჩერებაში ასრულებენ. ის, რაც ახლა ყველაზე ნაკლებად გვჭირდება, ნეანდერტალელური აზროვნებაა, იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგადაა, მოიხსენი პირბადე და დაივიწყე ის,“- აღნიშნა ბაიდენმა.

პრეზიდენტის კომენტარს ტეხასის და მისისიპის შტატების გუბერნატორები გამოეხმაურნენ.

”მისისიპელებს არ სჭირდებათ მწვრთნელები. რაოდენობის კლებასთან ერთად მათ შეუძლიათ შეაფასონ თავიანთი არჩევანი და მოუსმინონ ექსპერტებს. ვფიქრობ, უბრალოდ ვფიქრობ, რომ უნდა ვენდოთ ამერიკელებს და არა შეურაცხვყოთ ისინი,“- დაწერა მისისიპის გუბერნატორმა, „რესპუბლიკელმა“ ტეიტ რივზმა, „ტვიტერში“.

ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის, პრესსპიკერის განმარტებით კი „ტეხასელებს გარკვევით უთხრეს, რომ კოვიდი არ დასრულებულა.“

შეგახსენებთ, გუშინ ტეხასის და მისისიპის გუბერნატორებმა განაცხადეს, რომ შტატებში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნებოდა. ამასთან, ორივე შტატში ბიზნესი მთელი დატვირთვით იხსნება.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენი პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებაზე - ეს ნეანდერტალელური აზროვნება და დიდი შეცდომაა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო