მიანმარში საპროტესტო აქციებს 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მიანმარში, ოთხშაბათს გამართული საპროტესტო აქციების დროს 38 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მიამნმარში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტინ შრანერ ბურგენერის განცხადებით, ეს ყველაზე სისხლიანი დღე იყო მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაახლოებით ერთი თვის წინ საპროტესტო გამოსვლები დაიწო.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის და ნამდვილი ტყვიები გამოიყენეს.

ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 14, 17 და 19 წლის ახალგაზრდებიც არიან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ აღშფოთებულია მიანმარში მომხდარი ძალადობით.

„მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, ერთხმად დაგმონ ბირმელი სამხედროების მიერ საკუთარი ხალხის მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობა,” - აღნიშნა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, მიანმარში საპროტესტო აქციები თებერვლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ წყდება. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გაერო-ს მონაცემებით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან მიანმარში 50 ადამიანი დაიღუპა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ,  მაგრამ პოლიტიკური მატარებელი როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს