საბერძნეთმა „ლოქდაუნი“ 16 მარტამდე გაახანგრძლივა

საბერძნეთმა კორონავირუსის გამო დაწესებული „ლოქდაუნი“ 16 მარტამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მიიღო.

„ჩვენ ამ პანდემიის უმძიმეს ნაწილში ვართ. ჰოსპიტალიზაციის არსებული ტემპის გამო, ჯანდაცვის სისტემა ინფრასტრუქტურისა და პერსონალის თვალსაზრისით შესაძლებლობების საზღვრებს მიღმა აღმოჩნდა”, - განაცხადა საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა ვასილის კილილიასმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ე.წ. ბრიტანული ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები. ამასთან, დღეიდან მკაცრდება გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები.

ცნობისათვის, საბერძნეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 702 შემთხვევა გამოვლინდა და 40 ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო:საბერძნეთმა "ლოქდაუნი" 16 მარტამდე გაახანგრძლივა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო