გერმანია AstraZeneca-ს ვაქცინის მიმართ პოზიციას ცვლის და მის გამოყენებას ყველა ასაკის ადამიანისთვის გეგმავს

გერმანია Oxford-AstraZeneca -ს ვაქცინის მიმართ პოზიციას ცვლის და მის გამოყენებას 65 წელს გადაცილებული ადამიანების ასაცრელადაც გეგმავს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლოდროინდელმა კვლევებმა საკმარისი მონაცემები უზრუნველყო იმისთვის, რომ ვაქცინა ყველა ასაკის მოქალაქის ვაქცინაციისთვის გამოიყენონ. მანამდე გერმანიამ Oxford-AstraZeneca -ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა მხოლოდ 65 წლის ასაკამდე პირებისთვის გასცა, რის მიზეზადაც ქვეყანამ არასაკმარისი მონაცემების არსებობა დაასახელა. ამ ნაბიჯმა ვაქცინის ეფექტურობის მიმართ საზოგადოების სკეპტიციზმი გამოიწვია, რის გამოც Oxford-AstraZeneca -ს ვაქცინის უამრავი დოზა გერმანიაში ჯერ კიდევ გამოუყენებელია.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ Oxford-AstraZeneca -ს ვაქცინა ყველა ასაკობრივ ჯგუფში გამოყენებისთვის მიმდინარე წლის იანვარში დაამტკიცა.

იხილეთ ვიდეო:გერმანია AstraZeneca-ს ვაქცინის მიმართ პოზიციას ცვლის და მის გამოყენებას ყველა ასაკის ადამიანისთვის გეგმავს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო