ირაკლი ღარიბაშვილი - უახლოსი ორი წლის განმავლობაში, დამატებით 5 ათასამდე დევნილ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ 5 ათასამდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 23 ათასამდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა მთავრობამ 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 23 ათასამდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცა საცხოვრებელი. აღნიშნული გეგმის თანახმად, უახლოსი ორი წლის განმავლობაში ჩვენ დამატებით 5 ათასამდე დევნილ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა