თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.

თამაზაშვილი ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმეზე აძლევს, რომელიც საქმეში ახალი ფიგურანტის - მარიამ შარაშიძის მიერ ბაჩალიაშვილების ოჯახისთვის მიწოდებულ „სქრინებს" შეეხება.

როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი აცხადებს, გამოძიებას მოწმისგან ამოღებულ მობილურ ტელეფონზე ექსპერტიზა ამ დრომდე არ დაუსრულებია.

„თეონა თამაზაშვილი სასამართლოს ჩვენებას მისცემს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება „სქრინებს", რომელიც მარი შარაშიძემ წარმოადგინა ჩვენ წინაშე. ის ამბობს, რომ ხშირი მიმოწერა ჰქონდა ბაჩალიაშვილთან და თამუნა მას უყვებოდა, თუ როგორ ემუქრებოდა საფრთხე. ამასთან დაკავშირებით საქმის გამოძიება დაიწყო მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე. გამოძიებას არ ჰქონდა ეს „სქრინები" ნანახი, არც მოწმეებთან არ ჰქონდათ გასაუბრება ჩატარებული, ისე დაიწყეს გამოძიება. ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ არც ექსპერტიზის დასკვნა არ იყო და არ ვიცოდით, მტკიცებულება იყო თუ არა გაყალბებული. თეონა სასამართლოს ჩვენებას მისცემს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ურთიერთობა აქვს მას მარიამთან და როგორ მოხდა ამ „სქრინების“ მოპოვება თეონა თამაზაშვილის მიერ. ჩვენი ინფორმაციით, შარაშიძისგან ამოღებულ ტელეფონზე ექსპერტიზა არ არის დასრულებული და გამოძიებას არ შეუძლია გვითხრას, ეს „სქრინები" დამონტაჟებული იყო თუ რეალური",- განაცხადა ქობესაშვილმა.

ცნობისთვის, ადვოკატებმა პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მიმოწერის ამსახველი „სქრინი" წარადგინეს. უფლებადმცველების თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი მეგობარს წერს: „გარკვეული საშიშროება მელის, თუ რამე დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით, შენთან მიმოწერა რომ მაქვს, უნდა წავშალო, რამე საშიშროება რომ არ შეემთხვას“.

იხილეთ ვიდეო:თამარ ბაჩალიაშვილის დედა მაგისტრ მოსამართლესთან იკითხება

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო