ზაალ უდუმაშვილი - 16 მარტს, ბრიუსელში თბილისიდან შედეგს ელოდებიან, კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მძიმე მესიჯი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ საქართველოს დელეგაცია 16 მარტს, ბრიუსელში კონკრეტული შედეგის გარეშე ჩავა, „ეს იქნება მძიმე მესიჯი ევროპელი პარტნიორებისთვის“.

„არანაირი მოლოდინი არ მაქვს. დღესაც, პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე ისე გამოვიდა, რომ საერთოდ ერთი სიტყვაც არ დაუძრავს მოლაპარაკებების შესახებ. შესაბამისად, ასეთ პოზიციაში ყოფნა ძალიან ცუდი იქნება ამ ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ 16 მარტს შედეგს ელოდებიან ბრიუსელში თბილისიდან. კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ეს იქნება ძალიან მძიმე მესიჯი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის",- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში 16-17 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა