ბესარიონ სიმონიშვილი - სამოქმედო გეგმის თანახმად, 2021-2022 წლებში 5000-მდე დევნილ ოჯახს განვასახლებთ

საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ზრუნავს, რომ დაბრუნებამდე დევნილებს ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას.

„დევნილებზე ზრუნვა, მათი განსახლება და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, ყოველწლიურად, იზრდება. დევნილებს, თბილისსა და რეგიონებში ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს გადავცემთ და სოფლად სახლებს შევუსყიდით. იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს კი, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრობდნენ ფართები უკანონდებათ. სამოქმედო გეგმის თანახმად, 2021-2022 წლებში 5000-მდე დევნილ ოჯახს განვასახლებთ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართი 23 000-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს