„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საამართლოში არსებითი განხილვები დღეს დაიწყო.

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც, სასამართლო პროცესი გადაიდო.

ბადრი ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, სასმართლო ვადებში შეზღუდული არ არის, ვინაიდან, ბრალდებული ძებნაშია.

„დღეს გაიხსნა მთავარი სხდომა, ბრალდებისა და დაცვის მხარემ შესავალი სიტყვები თქვეს. ამის შემდეგ, მტკიცებულებების გამოკვლევაზე უნდა გადავსულიყავით, თუმცა, დღეს პროკურორს მოწმეები არ მოუყვანია, რადგან კიდევ სხვა პროცესები ჰქონდა. ამიტომ, სხდომა გაურკეველი დროით გადაიდო. რადგან ბრალდებული პირი ძებნილია და მას 9-თვიანი ვადა არ აქვს, შესაბამისად, სასამართლოს სხვა პრიორიტეტული საქმეებიც აქვს, ამიტომ მომდევნო სხდომის თარიღს სასამართლო შეგვატყობინებს“, - განაცხადა ჯანაშიამ.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალი ბადრი ესებუას წარუდგინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:"საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს