5 მარტს, 9:30 საათზე, „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონპროექტის წარდგენა გაიმართება. საზოგადოებას პარლამენტის წევრები - მიხეილ სარჯველაძე და შალვა პაპუაშვილი მიმართავენ.
მის: სასტუმრო „თბილისი რუმსი", გარდენ ჰოლი, მ. კოსტავას ქ. N14
5 მარტს, 11:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი C კორპუსი, V სართული).
5 მარტს, 11:30 საათზე, „რესტორატორთა ასოციაცია" "მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სახელმწიფო სუბსიდირება მცირე რესტორნებს და არსებული გამოწვევები.
მის.: გალის ქუჩა #1.
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 72 65 65
5 მარტს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული).
5 მარტს, 12:00 საათზე, საიაში პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: "საია" და "მწვანე ალტერნატივა" ნამახვანის ჰესების კასკადზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას ითხოვენ".
მის: თბილისი, კახიძის #15
5 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
მის: უზნაძის 52
5 მარტს, 13:00 საათზე, საინიციატივო ჯგუფი "კონსტიტუცია100" საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და დისკუსიას გამართავს, რომელსაც შეუერთდებიან პოლიტიკოსები. სპიკერები იქნებიან: რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე, ხათუნა ლაგაზიძე, დავით კიზირია და სხვები.
მის: მეტეხის ტაძრის მოედანი (გორგასალის ძეგლთან).
5 მარტს, 13:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში (ორთაჭალა), ლაშა ჩხარტიშვილი, ადვოკატთან ერთად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის ლონდა თოლარაის და პროკურატურის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს.
საკონტაქტო: ლაშა ჩხარტიშვილი - 558296980; 593 941 942
5 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოსამართლე მარიამ ცისკაძის თავმჯდომარეობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსების შედეგად თანამდებობებიდან გაშვებული მეცნიერების საქმეზე, გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
მის.: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა, დარბაზი N1
საკონტაქტო: 599 29 12 02
5 მარტს, 18:00 საათზე, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის" ორგანიზებითონლაინდისკუსია გაიმართება, რომელსაც მოდერატორობას გაუწევენ „ჯეოქეისის" თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი და „ჯეოქეისის" მკვლევარი, პროფესორი,საერთაშორისო სამართლის დოქტორი ხათუნა ბურკაძე. სპიკერები: კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე· დავით ბაქრაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკისშეერთებულ შტატებში.
თემა: „აშშ-საქართველო სტრატეგიული პარტნიორობიდან სტრატეგიულ მოკავშირეობამდე".
5 მარტს, 18:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ვაქცინაციის თემაზე ბრიფინგს გამართავს.
მის: აკ. წერეთლის 144
საკონტაქტო პირი: ნინი ტალახაძე 595 05 36 05
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"