თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფას ცხრა სამხედრო ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ბითლისის პროვინციაში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად, ცხრა თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი ბინგიოლიდან ტატვანში მიემართებოდა. მასთან კავშირი შუადღით შეწყდა, რის გამოც უპილოტო საფრენი აპარატებით საძიებო სამუშაოები დაიწყო. დადგინდა, რომ ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.

მომხდარის მიზეზებად ამინდის გაუარესება და ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

დაღუპულთაგან ერთ-ერთია ელიაზიგში თურქეთის სახმელეთო ჯარების მერვე კორპუსის სარდალი, გენერალი სემიჰ იშიქვერი.

იხილეთ ვიდეო:თურქეთში ვერტმფრენის კატასტროფას ცხრა სამხედრო პირი ემსხვერპლა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა