ვლადიმერ ზელენსკიმ ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში მიხეილ სააკაშვილი გიორგი ცხაკაიათი ჩაანაცვლა

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში აღარ იქნება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ინფორმაციით, განკარგულებას 4 მარტს აქვს ხელი მოწერილი და გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მითითებული არ არის.

ურბანული დაგეგმარების საკითხთა საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სააკაშვილი გიორგი ცხაკაიამ ჩაანაცვლა, რომელიც უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ექსპერტია.

შეგახსენებთ, ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ გასული წლის 7 მაისს დანიშნა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა